ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აბა, ქურდებს შეაგინე“ – ამ სტანდარტზეა პროკურატურა გადასული” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არავის არ უყვარს ბინძური საქმეების გამკეთებელი პროკურორები და მოსამართლეები და თვითონვე უსწორდებიან.

“ბევრ სფეროში გამიგია აფიორა, მაგრამ ამ დონის საპროკურორო აფიორა პირველად გავიგე, რომ რაც საპროცესო კოდექსში არ არის გათვალისწინებული, უკანონობას სთავაზობენ. დაახლოებით მსჯელობები იყო ხოლმე – „აბა, ქურდებს შეაგინე“, ან „ქურდები არ გიყვარს ბიჭო“, დაახლოებით ამ სტანდარტზეა პროკურატურა გადასული. რა გირაო უნდა გადაიხადოს, კაცი გამოვიდა ანტისაოკუპაციო მიტინგზე და მოითხოვდა უცხო ჩექმის გასვლას საქართველოდან და ამის გამო დაიჭირეს. ახლა გირაოს სთხოვენ, არ ყოფილა მსოფლიო იურისპრუდენციაში ასეთი მარაზმი და მე შევდივარ იმ პროკურორების მდგომარეობაში რომლებიც მერე პასუხს აგებენ და მელიას საკანს დაიკავებენ ამ უკანონობისთვის.

ბოლშევიკების დროს ატარებდა რეპრესიებს ვინც, კი გასაგებია რომ ის ეჟოვი და იაგოდა დახვრიტეს, რადგან მინისტრები იყვნენ და მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდათ, მაგრამ მერე ჩამოყვნენ და მოსამართლეს, პროკურორებს მუსრი გაავლეს თვითონ კომუნისტებმა. არავის არ უყვარს ბინძური საქმეების გამკეთებელი პროკურორები და მოსამართლეები და თვითონვე უსწორდებიან და ეს წიგნი მაინც წაიკითხონ და მოვლენ ჭკუაზე. მე თვითონ საპროკურორო მუშაკი გახლდით ათი წელი, ქექეს ის ჩემი გამოტანილი გადაწყვეტილებები, ვიღამ არ გადაამოწმა და ვერც ქრთამი ნახეს აღებული, ვერც კაცი უკანონოდ დაჭერილი, ვერც ვინმე ნახეს გალახული, ვერც ვინმე ნაწამები. ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და თუ ვინმეს ნახავდნენ, მეც ვაგებდი პასუხს და ყველამ უნდა აგოს პასუხი. ადამიანი ეს არის უნიკალური ღირებულება, შექმნილი ღმერთისგან და მისი წყენინება, დაჩაგვრა, უკანონოდ დაპატიმრება არის სუპერდანაშაული, რომლის პატიება არ შეიძლება,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....