ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უნდა არსებობდეს ზიზღი… ენა, მამული, სარწმუნოება, ან ცოცხი!” – რა განცხადებას ავრცელებს არნო ხიდირბეგიშვილი

„საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

ხიდირბეგიშვილი თავის მიმართვაში დასძენს, რომ ნიკა მელიასთან ერთად ციხეში გასაშვებია – უგულავა, ბოკერია, კორძაია, ხოშტარია. გვარამია და ა.შ.

„ან კაცი ხარ, ან ნაცი! ან მიწისა ხარ, ან ცისა! ან კარგი ხარ, ან ცუდი! ან ენა, მამული, სარწმუნოება, ან ცოცხი უ***-ში! ან დედა და მამა, ან მშობელი №1 და №2! ან თეთრია, ან შავი, შუაში მარტო ლგბტ-ს პალიტრა და კოაბიტაცია! მელიასთან გასაშვებია ეს მუჭა ჯგრო – უგულავა, ბოკერია, კორძაია, ხოშტარია. გვარამია და ა.შ.

– და საქართველო დაწყნარდება, აყვავდება! ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს და უნდა არსებობდეს ზიზღი და უფსკრული მის ჯანსაღ ნაწილს – კანონმორჩილ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რომელიც არღვევს კანონს და ისჯება ამის გამო უმრავლესობისგან იზოლირების სახით! როგორ წარმოგიდგენიათ დამნაშავეების და დაზარალებულების ერთობა და თანაცხოვრება?!“, – წერს არნო ხიდირბეგიშვილი.

http://saqinform.ge/news/49799/arno+xidirbegishvili%3A+siZulvili+aucilebelia%21.html
არნო ხიდირბეგიშვილი: სიძულვილი აუცილებელია!

Posted by Arno Khidirbegishvili on სამშაბათი, 23 თებერვალი, 2021

იტვირთბა....