ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი უნივერმაღის პირველ სართულზე მდებარე ოქროს ბირჟაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო.
თვითმხილველების თქმით, დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. მათივე თქმით, ისინი შეიარაღბულები იყვნენ.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ინტენსიურ რეჟიმში ტატდება საგამოძიებო ღონისძიებები.