ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნიკა მელია უდანაშაულოდ დააპატიმრეს, ისევე როგორც მე” – ივერი მელაშვილი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილი “ნაცმოძრაობის” თავჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.

როგორც მელაშვილმა “ნეთგაზეთს” განუცხადა, სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი და მისი განვითარების გზა.

“უნდა დასრულდეს მთავრობის მხრიდან უამრავი ტყუილი, გინდა პროკურატურის მხრიდან, გინდა მართლმსაჯულების მხრიდან. უნდა დასრულდეს ტყუილების ტირაჟირება და ხალხის უდანაშაულოდ დაპატიმრება. გასაგებია, რომ საკითხი სხვადასხვა იყო ჩემ შემთხვევაში და მის [მელიას] შემთხვევაში, მაგრამ ერთი ესაა, რომ ისიც უდანაშაულოდ დააპატიმრეს და მეც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვიყავი დაპატიმრებული”, — აღნიშნა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიური პარტიები “ნაცმოძრაობის” თავჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია-მსვლელობას მართავს.

 

იტვირთბა....