ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი ინსტრუმენტია მშვიდობიანი, მძლავრი პროტესტი და საერთაშორისო წნეხი” – გიგი უგულავა

“მძლავრი პროტესტი, მშვიდობიანი, მაგრამ მძლავრი და საერთაშორისო წნეხი არის ჩვენი ინსტრუნმენტი” , – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ბოკერიამ მედიასთან განმარტა,მთავარ მოთხოვნად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ ამოცანის მისაღწევად კი აუცილებელია ორი კომპონენტი:სამოქალაქო სექტორის მზაობა და საერთაშორისო მხარდაჭერა.

“ამ ამოცანის მიღწევა, იმ უტიფრობის ფონზე, რასაც ხვედავთ მათი მხრიდან, იმ რაღაცა დეკლარაციის ფონზე- “აი არც განვიხილავთ” და პარალელური რეპრესიების ფონზე, რაც ბოლოს იყო მელიას სამარცხვინო, უტიფარი, კატასტროფული ფორმით  დაკავება, იქამდე 8 მარტის შეთანხმების დარღვევა, რურუას ციხეში დატოვება, არჩევნების მოპარვა აკრძალული ილეთებით. აუცილებელი კომპონენტი არის ორი რამ ამ ამოცანის მისაღწევად ასეთი ხელისუფლების დროს. ერთი საზოგადოების მზარდი პროტესტი, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე, მზარდი, განგრძობითი და თუ საჭირო იქნევა ყოვლისმომცველი. მეორე, თავისუფალი საყაროს მკაფიო წნეხი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით”. – ამბობს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, აქცია პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს.

დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

იტვირთბა....