პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმიანება.
როგორც ხუხაშვილი აცხადებს, რიგგარეშე არჩვენების დანიშვნის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართული პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.
“ახლა ის მომენტია, როდესაც სააკაშვილმა უნდა განაცხადოს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ის გადის ქართული პოლიტიკიდან და პირობას დებს, ბიძინასთან ერთად თავს დაგვანებებს სამუდამოდ…” – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ახლა ის მომენტია, როდესაც სააკაშვილმა უნდა განაცხადოს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ის გადის ქართული პოლიტიკიდან და პირობას დებს, ბიძინასთან ერთად თავს დაგვანებებს სამუდამოდ…
#ipngePosted by Gia Khukhashvili on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021
პირველმა ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, არაა წინადადება – რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება.”