ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიმართლე უნდა ვთქვა, პირბადე კიდევ წელი-წელიწადნახევარი დაგვჭირდება” – გამრელიძის მიმართვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარებაზე შეზღუდვა შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ წელიწად-ნახევარი. გამყრელიძე  პირდაპირი მოქმედების მედიკამენტის გამოშვებას ზაფხულისკენ ელოდება. იგი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ უნდა შეიქმნას ილუზია კორონავირუსის დამარცხების შესახებ.ამის შესახებ მან „მაესტროს” განუცხადა.

„მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, კიდევ წელი-წელიწადნახევარი.

ასევე მე მაინც მგონია, რომ ეს ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც ალბათ გვიან გაზაფხულზე-ზაფხულში გამოჩნდება უკვე პირდაპირი მოქმედების წამლები.

„ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ (ამას ყოველთვის „მაგრამს“ ვუმატებ) ეს თვითდამშვიდებისარავითარ საფუძველს არ გვაძლევს. არავითარი თვითდამშვიდება, რომ იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს, რაც ზაფხულში დავუშვით – შევიქმენით ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ შორია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

იტვირთბა....