“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში კიბერშეტევის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, პირადად მასზე გაზეთზე განხორციელდა.
“მეგობრებო, დაიწყო მასირებული შტურმი როგორც ჩემს, ისე გაზეთის გვერდზეც!
ორგანიზებულ კიბერ კამპანიას ხელისუფლების დავალებით გერმანიაში მცხოვრები აგენტი არჩილ ცაგურიშვილი ეწევა!
უკვე მივაწოდე ინფორმაცია გერმანიიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს!!!
პასუხს ვამზადებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წერილზეც!
მოკლედ, ვემზადებით დიდი ომისთვის!” – წერს ელისო კილაძე.