რუსთავის N12 ციხესთან ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერებმა და ოპოზიციის ლიდერებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის შენობიდან მელიას საპატიმროსკენ გადაინაცვლეს, სადაც პარტიის ლიდერს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ენმ-ის თავმჯდომარის გასამხნევებლად მხარდამჭერები თბილისიდან რამდენიმე ათეული მანქანით ჩავიდნენ. ისინი სკანდირებდნენ: “თავისუფლება ნიკა მელას”.
მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია დაგეგმა. დაკავების დღესვე ოპოზიციამ აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. ხოლო, 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსეს.