ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თბილი ტანსაცმელი, ცხელი ჩაი, გამათბობლები” – ნიკა გვარამია მოსახლეობას მიმართავს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთაველზე პარლამენტის წინ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებთან მივიდა, რომლებსაც კარვები აქვთ გაშლილი. გვარამიამ “ფეისბუქ-ლაივის” დროს მოქალაქეებს მიმართა, აქტივისტებს დაეხმარონ და ცხელი ჩაით, თბილი ტანსაცმლით და ვისაც რითი შეუძლია.

„მე მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია, მესმის, რომ ყველა აქ ვერ იჯდება, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ და ამ ადამიანებს მოუტანოთ თბილი ტანსაცმელი, ცხელი ჩაი, გამათბობლები: აქ ძალიან ცივა და ვერ წარმომიდგენია, როგორ უძლებენ”, – მიმართა მოსახლეობას ნიკა გვარამიამ.

ცნობისათვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ნიკა მელიას პატიმრობას აპროტესტებენ. 

შეგახსენებთ, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....