ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

უკვე მესამე კვირაა კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს და მკურნალობას გადის. მსახიობი, თებერვლის შუა რიცხვებში, კლინიკაში, ლევან რატიანმა პირადი გადაწყვეტილებით გადაიყვანა. არტისტი კლინიკაში ფილტვების ანთებით მოთავსდა და როგორც მაშინ რატიანი აცხადებდა, გამოხატული იყო მისი ძირითადი დაავადებების გართულებები. მათ შორის ერთ-ერთი  სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

რთული სათქმელია როგორ დაემართა ფილტვების ანთება, აცხადებს ჟურნალისტებთან კახის უმცროსი ძმა, იმერი კავსაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა და სავარაუდოდ მსახიობს რამდენიმე დღეში სახლში გამოწერენ.

ძნელი სათქმელია, ფილტვების ანთება საიდან დაემართა. ჩვენ ახალგაზრდები აღარ ვართ.  ლევან რატიანი იყო მოსული კახის სანახავად. ხშირად გვეკონტაქტება და დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობით. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ჭეშმარიტი მკურნალი ექიმია.

ჩვენ დედა ექიმი გვყავდა, ამიტომ მედიკოსებს ვაფასებთ. მოვიდა, ნახა და მაშინვე თქვა, მიმყავს იმიტომ, რომ კლინიკაში მკურნალობა ჯობს და იქ ყოველგვარ კომფორტს შევუქმნითო. ისეთი თვალებით შეხედა, რომ კახი არ გაძალიანებია, გაჰყვა. პატივს სცემს ლევანს. ამ ექიმის ჩვენდამი დამოკიდებულების გამო, მასთან დავალებულები ვართ. ამდენად, რასაც გვეტყვის, ვასრულებთ.” – აცხადებს კახი კავსაძის ძმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის მკურნალობის სამ კვირიან კურსს კლინიკაში გადიოდა.

იტვირთბა....