ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. არჩევნების ჩაშის მიზეზი კი კვორუმის უქონლობა გახდა. ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ იოსებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული.

რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არჩევნები ხელახლა ჩატარდება.

ავჭალის სტადიონთან იმყოფებოდნენ ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და დღევანდელი ყრილობა არალეგიტიმური იყო.

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა, 2021 წლის იანვარში საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა. აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ უჩივლა ის ამბობს რომ რაგბის კავშირის არჩევნები არასწორად ჩატარდა და ხელახლა უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები.

იტვირთბა....