ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან 2016 წლის შუა პერიოდში ამოქმედდება

ევროკავშირი აპირებს საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლის შუა პერიოდისთვის შემოიღოს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ავრცელებს.

„უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნისთვის 2016 წლის შუა პერიოდიდან იქნება გამოყენებული“ – აცხადებს გამოცემის წყარო.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უნდა შეაფასოს ვიზალიბერალიზაციის გეგმა ტექნიკურად რამდენად არის შესრულებული და სწორედ ამის შემდეგ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების მიერ.

გერმანული გამოცემის წყაროს მიხედვით, გეგმა პოზიტიურად იქნება შეფასებული ევროკომისიის ანგარიშში.

 

 

 

იტვირთბა....