ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უნდა ველოდოთ ყველაფერს… მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს” – გიგი უგულავა

“პროტესტი იქნება უმწვავესი – უნდა ველოდოთ ყველაფერს – სადაც „ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს.”

გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი.

ამის შესახებ მან “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....