ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 33%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 33%-ით შემცირდა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის III კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 33% ნაკლებია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის მე-3 კვარტალში 72 პროცენტი შეადგინა.
“საქსტატის” ცნობით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 218 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45 პროცენტია. მეორე ადგილზეა  საფინანსო სექტორი – 73 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 63 მლნ. აშშ დოლარი.

იტვირთბა....