“მანდ არავითარი თავისუფლებისთვის ბრძოლა არ მიდის, მელია უფრო ჭკვიანი მეგონა. როგორ შეიძლება, ამხელა კაცი, სააკაშვილმა ტორპედოდ გამოგიყენოს, მითუმეტეს ამ 8 წლიანი ბრძოლის მანძილზე, ნახა ერთხელ, ორჯერ, რომ ხალხი არ უჭერს მხარს. ვინ დგანან აქციაზე? თითქოს ეროვნული მოძრაობა დაარქვეს ამას, რის ეროვნული მოძრაობა? ბურჯანაძეა ეროვნული მოძრაობა? რომელიც დგას და იძახის, 23 თებერვალს რომ დაარბიეს, ეს რა ქნესო, თითქოს, თვითონ იქ ა მდგარიყოს 9 მაისს და პარადი არ ჩაებარებინოს კრემლის წინ, ასეთი უტიფრობა არ გამიგია.”
გიორგი გაჩეჩილაძე – ტელეწამყვანი.
ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.