aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აუ, ამ ქოცებსაც და ნაცებსაც, დაუხოციათ ერთმანეთი, მკიდია…” – ზურაბ გურლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკაში მოღვაწე ქართველის ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას შემდეგი სახელწოდებით ავრცელებს: – “რის თქმას ცდილობენ „პავილიონისები“, ანუ რატომ არ უნდა „გეკიდოს“ პოლიტიკა.”

ექიმი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ოთხ ძირითად კომპონენტს გამოყოფს, რომელიც მისივე განმარტებით, განაპირობებს საქართველოს სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაგნაციას.

“რის თქმას ცდილობენ „პავილიონისები“, ანუ რატომ არ უნდა „გეკიდოს“ პოლიტიკა

  • აუ, ამ ქოცებისაც და ნაცებისაც, დაუხოციათ ერთმანეთი, მკიდია…-
  • პოლიტიკა ბინძური საქმეა, არ ვერევი ძმაო და არც შენ გირჩევ, დაიკიდე …-
  • აუ, მე ექიმი (ან ნებისმიერი სხვა სპეციალობა) ვარ და არ ვერევი პოლიტიკაში, მკიდია. ხელფასებს თუ გაგვიზრდიან და მოგვხედავენ, გვეშველება …-
  • მიტინგზე რატო უნდა წავიდე, მერე ამ პოლიტიკოსებმა რომ იხეირონ? გლეხი კაცისთვინ არავინ არ არი, ძმაო, დაიკიდე …-

ეს არის დაახლოებით ის ოთხი ძირითადი მოარული ფრაზა, რომელიც განაპირობებს საქართველოს სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაგნაციას. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს „ჰკიდია“. და თუ რატომ ჰკიდია, ფრაზებშია განსხეულებული.

პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. პოლიტიკა მეტად მნიშვნელოვანი საქმეა. ეს არის იმ წესების კრებული, რომლის მიხედვითაც უნდა იცხოვრო საკუთარ სოციუმში. მასში მონაწილეობაზე უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების სხვებისთვის გადაბარებას. ეს რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობაა და მაგრად რომ ვთქვათ: – სიბრიყვე.

საქართველო ძალიან რთული ქვეყანაა პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან მძლავრი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთის არეალშია განლაგებული. შესაბამისად, ეს სახელმწიფოები ყოველთვის შეეცდებიან საკუთარი პოლიტიკის ლობირებას სპეცსამსახურების მეშვეობით. სპეცსამსახურები კი ზეგავლენას განახორციელებენ ფიზიკური ძალით ან მოსყიდვით. ლობირება პოლიტიკის მთავარი ნოუ ჰაუა. პოლიტიკოსების უკან ყოველთვის დგას ფინანსები და ამ ფინანსებს მათ ტყუილად არავინ გადასცემს. ფინანსების მფლობელები სამაგიეროდ საკუთარი ინტერესების ლობირებას ითხოვენ. ასე მუშაობს პოლიტიკა ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე დემოკრატიულებშიც.

პოლიტიკოსები ადამიანები არიან; ადამიანებისათვის დამახასიათებელი ყველა უარყოფითი და დადებითი თვისებებით. შესაბამისად, ისინი აუცილებლად გამოავლენენ ამ თვისებებს, როცა და თუ მათ ამის საშუალება მიეცემათ. სწორედ ამ ადამიანური ფაქტორის დასარეგულირებლად შექმნეს წარმატებულმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ხელისუფლების რამდენიმე შტო, რომლებიც აკონტროლებენ ერთმანეთის „ხუშტურებს“. ბალანსი სასამართლო, აღმასრულებელ და საკანომდებლო შტოებს შორის განაპირობებს სახელმწიფოს სტაბილურობას. საქართველოში რუსეთუმეებიც იქნებიან ამიტომ, ამერიკა და ევროპათუმეებიც, იქნებიან კონსერვატორებიც, ლიბერალებიც, ცენტრისტებიც და დაცენტრილებიც; და რადგან იქნებიან, ესეიგი მათ გააჩნიათ საკუთარი მრევლი. მრევლს კი აუცილებლად სჭირდება ტრიბუნა, სადაც თავიანთ წარმომადგენელს იხილავენ. საგარეო და საშინაო ფაქტორების, ეკონომიკის აღმავლობა-დაღმავლობის და სხვა ათასგვარი მიზეზის გამო სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ინტელექტის მქონე ადამიანები შეიძლება მოვიდნენ პოლიტიკაში და გაიმარჯვონ კიდეც. მთავარი ერთია, შტოების ბალანსი მუდმივად უნდა შენარჩუნდეს, რომ ვერცერთი ინდივიდის „ხუშტურებმა“ ვერ შეძლოს სახელმწიფოს რელსებიდან გადაგდება. ამ ბალანსის წყალობით არიან სტაბილური სახელმწიფოები სტაბილური.

როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ძალა კონკურენტი პოლიტიკური ძალის ან ძალების სრულ, პირწმინდა განადგურებას დაისახავს მიზნად, მაშინ ბალანსი ქრება და სასწორი-სახელმწიფო აყირავდება. ეს არის პოლიტიკის ანა-ბანა და და ვინც ეს არ იცის, ის ბრიყვია და არ უნდა იყოს პოლიტიკაში.

საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოა და შედგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცალკეული ინდივიდები, ე.წ. ბელადები არსებით გავლენას ვერ მოახდენენ სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. როდესაც ეს მოხდება, არავის შეეშინდება პოლიტიკური ბრძოლის წაგების, რადგან ეს წაგება არ იქნება სრული ფიზიკური განადგურების ტოლფასი. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც 30 წელია ვერ შევქმენით, რადგან მიზეზთა გამო ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრი ვერ შეთანხმდა.

ამჟამად, უნიკალური სიტუაციაა შექმნილი. ერთი ადამიანის წარმოუდგენელმა ურცხვობამ, აღვირახსნილობამ და უვიცობა-უინტელექტობამ ყველა მეტნაკლებად მოაზროვნე პოლიტიკოსს დაანახა საკუთარი სამშობლოს გარდაუვალი კოლაფსი და დასასრული. ასე არსებობის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ეს ეგზისტენციალური შიშია, ყველაზე მძლავრი შიში, რომელიც ცხოველური ინსტიქტების დონეზე წვდება ქვეცნობიერს. და ამიტომ, სწორედ ახლა დგება კიდევ ერთხელ იმის შანსი, რომ მართლა შეიქმნას ქართული სახელმწიფო, სახელმწიფო სისტემის ყველა ატრიბუტით, რომელსაც ვერცერთი ბელადის ხუშტური ვერ დაარღვევს და დათრგუნავს. ამიტომ არის წარმოუდგენელი სიბეცე ამჟამად დაპირისპირება ნებისმიერ სხვა საკითხზე, რადგან ამ შანსის გაშვება ყველას ერთნაირად დაარტყამს, ყველას მოუკვდება სამშობლო.

აი, ამის თქმას ცდილობენ „პავილიონისები“ და აი ამიტომ უნდა აწიო უკანალი და მოითხოვო სახელმწიფოს შექმნა, თორემ არასოდეს დასრულდება ბელადების პერპეტუუმ-მობილე.” – წერს ზურაბ გურული.

რის თქმას ცდილობენ „პავილიონისები“, ანუ რატომ არ უნდა „გეკიდოს“…

Posted by Zurab Guruli on სამშაბათი, 23 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....