ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოიხსნას

თეთრი სახლი დონალდ ტრამპის არჩევნებიდან დისკვალიფიკაციას ითხოვს. ამის შესახებ თეთრის სახლის პრესსპიკერმა ისაუბრა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„მუსლიმების მიმართ გამოთქმული აზრების გამო, ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ უნდა შეძლოს“ – აცხადებს თეთრი სახლი.

გუშინ, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება და მოითხოვა მუსლიმენებს ამერიკაში შესვლა აეკრძალოთ. მილიარდელი ტრამპი ითხოვს, რომ აკრძალვა შეეხოს  არა მხოლოდ ემიგრანტად ჩასულ მაჰმადიანებს, არამედ ტურისტად ჩასულ მუსლიმებსაც.

Euronews-მა ახლახანს გაავრცელა ასევე ტრამპის უცენზურო გამონათქვამი ჰილარი კლინტონის მიმართ.

„ჰილარი კლინტონს არ შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი ქმარი და ის ამერიკის დაკმაყოფილებას როგორ შეძლებს“. – ამბობს ტრამპი.

 

იტვირთბა....