“არავინ გადარჩება პოლიტიკურად, ვინც ასე ბარბაროსულად გაილაშქრა ქართველი ერის წინააღმდეგ! ამის გარანტიას ვაძლევ ივანიშვილს და მის დანიშნულ ერთუჯრედიანებს,” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“პირველრიგში დილით რუსთავში გავედი, იქ სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, მეკობრეებისგან გატაცებული შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სახელმწიფო მეკოობრებთან გვაქვს საქმე და მათ საკუთარი პერსონა აიფეთქეს ამ აქტით. ახლა უკვე ჩევი ვალია რომ საზოგადოებას ეს სენი მოვაშოროთ და გავწმინდოთ მისგან, რომელიც კორონაზე უარესია. მე დღეს ჩავედი რუსთავში და იქედან გამოვუცხადე ნიკას ჩემი სოლიდარობა.” – ამბობს “რეაქციაში” შალვა ნათელაშვილი.
იხ: ვიდეო:
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.