ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია” – ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და მას ცინიკურს უწოდებს.

როგორც უდუმაშვილმა მედიას განუცხადა, მზად არიან, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ერთ-ერთი პირობაა, დიალოგის მაგიდისთან იჯდეს ნიკა მელია.

„შევეცდები, შეფასებაში რბილი ვიყო. ცინიკურია ღარიბაშვილის ეს განცხადება, ერთი ხელით ადამიანი გვთავაზობს, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრისა, რომლის მომსწრე იყო დღეს საქართველო და მსოფლიო , რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში. ჩვენ მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ იმ პირობით, რომ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია. ეს არის ეთ-ერთი მთავარი პირობა. მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი.  ეს ფასი არის ქვეყანაში ახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში მზად ვართ, დავსხდეთ მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება არჩევნები“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ – “მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გახსნან გულწრფელი დიალოგი, ისაუბრონ არა იმაზე, რა ყოფთ, არამედ რამ უნდა გააერთიანოთ.”

იტვირთბა....