ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

რა ეღირება ხვალ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 24 თებერვლისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ  3.3169 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3084 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, შედარებით გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 4.0294  ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0138 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 თებერვლისთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....