ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ბედნიერი ვარ… ნიკა სამშობლოს სიყვარულისთვის დაიჭირეს” – ანზორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ მისი შვილი ამ ყველაფერზე გააზრებულად წავიდა და ამით მას, არაფერი დააკლდება. ამის შესახებ “TV პირველს” განუცხადა.

“მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ქურდობისთვისა და მექრთამეობისთვის არ დაუჭერიათ. ის დაიჭირეს სამშობლოს სიყვარულისთვის. მე გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, რაც ჩვენმა მთავრობამ მოიმოქმედა, საოცრება იყო, ასე ტერორისტები არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩრდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ნიკამ ამ ასაკში შეძლო გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია.

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ასე უყვართ ნიკა და პატივს სცემენ მას. რა ვქნა? ხვალინდელი დღით ვცხოვრობთ და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ქურდობისთვისა და მექრთამეობისთვის არ დაუჭერიათ. ის დაიჭირეს სამშობლოს სიყვარულისთვის. ღარიბაშვილი, რომ ნიკას ტერორისტს ეძახის, ჩაიხედონ საკუთარ თავში და თქვან, გავლილი ცხოვრება შეალიეს საქართველოს სიყვარულს თუ ფულის კეთებას შეალიეს. რცხვენოდეთ მათ, ნიკას ამით არაფერი დაუშავდება. ნიკა ამ ყველაფერზე გააზრებულად წავიდა და მე მას წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....