ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას გამართავს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დააანონსეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემგანაცხადა, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის.
მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.
„ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დღეს მთვარობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.