“ნებისმიერ კრიზის ახასიათებს სამი ფაზა: ტრაგედია, ტრაგი-კომედია და ბოლოს კომედია. ვფიქრობ შორს არ ვართ ამ ფაზიდან. ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე კომედიაა. ვიღაცა დაზიანდა, ვიღაცა ციხეშია, ამაში სასაცილო არაფერია, თუმცა, განყენებული გაგებით ჩემთვის ეს უკვე კომედიაა. ღარიბაშვილის თვალების ბრიალი და ფეხების ბაკუნი ღიმილის მომგვრელია. ვერ ვბრაზდები, რა ვქნა! ძალიან მინდა, რომ გავბრაზდე, მაგრამ ვერ ვბრაზდები!”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი.
ამის შესახებ მან “მეტრონომთან” განაცხადა.