“ეს “ქართული ოცნებისთვის” გრძელვადიან განვითარებში წამგებიანია, რადგან ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ჩატეხა ყველა ხიდი, ის დარჩა სტელირული. მრავალპარტიულობის იმიტაციას, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, აღარ გამოუვა. შექმნილ სიტუაციაში ელისაშვილსაც კი გაუჭირდება ამ პარლამენტში დარჩენა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” განაცხადა და ამით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას გამოეხმაურა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალის დილას, ჩატარდა ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია და ამ დროისთვის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად, ხელისუფლებამ ამ ქმედებით წამგებიანი ნაბიჯი გადადგა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” დღეს საზოგადოებას კომედიურ ჟანრში ამყოფებს.
“ვფიქრობ, რომ დაიწყება სერიოზული გაუცხოება დასავლეთთან და იმ პრობლემების წინაშე, რაც სახელმწიფოშია, ხელისუფლება აღმოჩნდება სრულიად მარტო. ეს ხელისუფლების კოროზიის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. “ოცნების” ამოცაა, შინაგანი სისუსტის ფონზე, რაღაც ძალის დემონსტრირება, რაც დიქტატურის პაროდია უფროა, ვიდრე რეალური დიქტატურა.
“ქართული ოცნების” ამომრჩეველმაც კი აირჩია ორი ადამიანი, – ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია. არცერთი მათგანი არ არის ხელისუფლებაში და დიქტატორობანას თამაშობს ნულთან მიახლოებული რეიტინგის ადამიანი, რომელიც ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა უკვე ჩამოწერა იმ მიზეზით, რომ თავის ოჯახში ვერ ალაგებდა სხვადასხვა საეჭვო ეკონომიკურ თემებში სიტუაციას, – ბიძინა ივანიშვილმა მიზეზად სწორედ ეს დაასახელა.
ნებისმიერ კრიზის ახასიათებს სამი ფაზა: ტრაგედია, ტრაგი-კომედია და ბოლოს კომედია. ვფიქრობ შორს არ ვართ ამ ფაზიდან. ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე კომედიაა. ვიღაცა დაზიანდა, ვიღაცა ციხეშია, ამაში სასაცილო არაფერია, თუმცა, განყენებული გაგებით ჩემთვის ეს უკვე კომედიაა. ღარიბაშვილის თვალების ბრიალი და ფეხების ბაკუნი ღიმილის მომგვრელია. ვერ ვბრაზდები, რა ვქნა! ძალიან მინდა, რომ გავბრაზდე, მაგრამ ვერ ვბრაზდები!” – თქვა ხუხაშვილმა.
“მეტრონომის” კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვის საქციების დაწესებით დასრულდეს, აღნიშნა:
“ამ მხრივ ძალიან დამძიმდება სიტუაცია. გასაგებია, ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ მან ეს შემთხვევით ხომ არ გააკეთა?! ის ხედავდა გარკვეულ საფრთხეებს პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით. ის გავიდა და ყველანაირად ცდილობდა ამ ალიბის შექმნის დემონსტრირებას. თუმცა, ღარიბაშვილის თამაშში შემოყვანით, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი წყალში გადაყარა.
შეიძლება იძულებული იყო, არ ვიცი რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, გამოსავალსაც ვეღარ ხედავს. ივანიშვილის რეპუტაცია ისედაც ძალიან იყო დაზიანებული და ახლა, ფაქტობრივად, მის სიტყვას საერთოდ დაეკარგა ფასი. დასავლეთის ტონი დღითიდღე დამძიმდება. ჯერ დაიწყება გამაფრთხიელებელი საქციებით და თუ ასე გააგრძელა ხელისუფლებამ, მანამდე ქვეყანაშიც არაფერი შეიცვალა, საბოლოო ჯამში არაფერია გამორიცხული”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან.”
ავტორი: თამარ შუკვანი