aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა კი გადაიტანს, მაგრამ თქვენ ამით რას უტოვებთ ისტორიას?” – ინგა გრიგოლია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ნიკა მელიას დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება. გრიგოლიას განცხადებით, “ნიკა მელია მაგარი ბიჭია და პატიმრობას გადაიტანს.”

ინგა გრიგოლია ასევე პარალელს ავლებს ასი წლის წინ მიმდინარე თებერვლის მოვლენებთან, როდესაც საბჭოთა არმიის მიერ საქართვეოს რესპუბლიკის ოკუპაცია მოხდა და აღნიშნავს, რომ მართლაც, სიმბოლურია მელიას 23 თებერვალს დაკავება.

“არცერთი სპეცრაზმელი,არც ერთი სამართალდამცველი არაა დაკავებული 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო, ხალხს თვალები რომ დათხარეს,აი მაგის გამო და კომუნისტი გავრილოვის აქ ჩამოთრევის მიზეზით გამართულ საპროტესტო აქციას პარლამენტის აღების მცდელობას და სახელმწიფოზე შეტევას არქმევენ. ნიკა მელია კი გადაიტანს ამ პატიმრობას,კარგად ვიცნობ და მაგარი ბიჭია, მაგრამ თქვენ რას უტოვებთ ამით ისტორიას? გავრილოვის გამო ოპონენტები ციხეში ჩავყარეთო? რა სიმბოლურია მართლაც ,მისი დაჭერა 23 თებერვალს” – წერს ინგა გრიგოლია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.

გავრცელდა ნიკა მელიას დაკავების კადრები. 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....