ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საბოლოოდ გადაწყვიტა გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, ოპოზიცია იბრძოლებს ბოლომდე და პირბას დებს, რომ ნიკა მელია და სამშობლოც მალე გათავისუფლდებიან.

„როგორ ყველა ველოდებიდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა და ჩვენი სამშობლოც თავისუფალი იქნება. ეს ძალიან მალე იქნება. შესაბამისად, როდიონოვების, გავრილოვების, ბოლშევიკების, ოლიგარქების არ გვეშინია. ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი. ოფისი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი. ყველა ოთახი გაპარტახებულია, ადამიანები დაწამლეს შენობაში, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახებინა. ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დღეს მთვარობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

 

იტვირთბა....