ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 457-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 147 ადამიანს დაუდასტურდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....