ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“თუ სისხლისღვრაზე წავლენ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და სადაც ვიწროა იქ გაწყდეს” – სააკაშვილი

„თუ ისინი შევლენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, დაარბევენ მას და დაღვრიან სისხლს, იმის მერე მე ვერ ვხედავ ვერანაირ რესუსრსს“, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „TV პირველის“ კითხვას, ხედავს თუ არა ის მოლაპარაკების რესურსს.

„იმის მერე ვხედავ ერთადერთ რამეს – ქართველმა ხალხმა თავის თავი უნდა გაითავისუფლოს. თუ ეს ამათ არ გააკეთეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს მოლაპარაკებები. მშვიდობიანი თავისუფალი არჩევნების, მათ შორის საყოველთაო ამნისტიაზე. მათ სჭირდებათ ეს ამნისტია. ასევე საყოველთაო მშვიდობაზე და ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირების დასრულებაზე.

მაგრამ თუ ისინი შევიდნენ და სისხლი დაღვარეს, ხალხი დახოცეს და მელია დაიჭირეს. მერე უკვე მეც მივიღებ ჩემ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, რა იქნება ეს გადაწყვეტილება? – პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ბრძოლა ბოლომდე და ამ რეჟიმის დასრულებამდე.

“თუ ისინი არ წავლენ ძალადობაზე, მაშინ იქნება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, გამოცხადდება საყოველთაო ამნისტია, მათ არავინ არ შეეხება და არავინ არ დასჯის. ამას სრული პასუხისმგებლობით. მანდ არიან ლიდერები და ისინი წყვეტენ, მაგრამ ვიცი მათ პოზიცია. ოღონდ ეს მოხდება იმ პირობებში თუ არ მოხდება სისხლისღვრასა და უბედურებაზე. მერე უკვე იმის იქით, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით,  22 თებერვლის ღამეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს შტურმით აიღებენ და პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააპატიმრებენ.

იტვირთბა....