ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღარიბაშვილს თუ ჰგონია თავისი პრუტუნით აგვაგდებს, ძალიან ცდება” – გიგი უგულავა

,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას და ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, დაგეგმილი აქციების გადადებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას მოლაპარაკებებისთვის სივრცე დაუტოვა. როგორც მან აღნიშნა, აქციების შემთხვევაში ხელისუფლება პროვოკაციებს გეგმავს.

,,ცხადზე ცხადად ვიცით, რომ აქციების შემთხვევაში, მათ დაგეგმილი აქვთ პროვოკაციები. ღარიბაშვილს თუ ჰგონია, რომ თავისი პრუტუნით ჩვენ ან აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება. მის სიტყვას ნულოვანი ფასი აქვს, ასე, რომ იბრიქოს რამდენიც უნდა. ის ყელი გაწიოს ლამასავით, არ გატყდეს კისერში, მეცოდება. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. აქცია პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თხნოვნით გადავდეთ.

მათ ნათლად დაინახეს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის ალბათობა, აქცია გადავდეთ იმიტომ, რომ დავტოვეთ პატარა სივრცე იმისთვის, რომ გონს მოეგონ და მოლაპარაკების მაგიდაზე დასხნდნენ. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, უდანაშაულო ადამიანების ინტერესებიდან, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც დღენიადაგ დაკავებულია პროვოკაციების მოწყობით. ჩვენ არ ავყვებით პროვოკაციებს და ვიქნებით მშვიდი, როგორც არასდროს მტკიცე, როგორც არასდროს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისათვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში 22 თებერვალს მოუსმინეს. ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვები და გეგმები გააცნო.

 

იტვირთბა....