ქართველი მომღერალი, ზურა დოიჯაშვილი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. გარდაცვლილი მომღერლის ჩამოსვენების კადრებს სოციალურ ქსელში მომღერალი პაატა ხაჩიძე აქვეყნებს.
“დაუბრუნდა ჩვენი ზურა საქართველოს მიწა წყალს, ნათელშში იყოს შენი სული,”- წერს სოციალურ ქსელშ პაატა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.