ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს

პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის  პ;ენარულ სხდომაზე დღეს იმსჯელებენ.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ მოუსმენენ, რის შემდეგაც სამთავრობო პროგრამას კენჭი უნდა უყარონ.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვის საჭიროა სულ მცირე 76 ხმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ “მოქალაქეები.”

მინისტრობის კანდიდატებს მხარი უკვე დაუჭირეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, თავდაცვის სამინისტროს სათავეში კი ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაუდგება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი გიორგი გახარიას გადადგომამ გამოიწვია.

იტვირთბა....