ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დაიჯერეს ბიჭებმა რომ ივანიშვილის მემკვიდრეები არიან” – ვის მიმართავს ელისო კილაძე

“ვის ინტერესებში შედიოდა ნიკა მელიას დაჭერა და ენმ-ს ოფისის დარბევა? მდინარაძე-კობახიძის კლანის, მეორე დილით, სიტუაციის განსამუხტად გადააყენებდნენ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პრემიერ გახარიას. აიხდენდნენ ოცნებას და დაითრევდნენ მვდ-ს. დაიჯერეს ბიჭებმა რომ ივანიშვილის მემკვიდრეები არიან. ასე ჩაიშალა სასახლის კარის გადატრიალება. საინტერესო სანახაობა გველის წინ.”

ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების თანახმად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი.

პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 22 თებერვალს იმსჯელებს.

იტვირთბა....