ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილის დაცემისგან 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ოსტროვსკის ქუჩაზე კედლის დემონტაჟის დროს მოხდა.

გარდაცვლილი მამაკაცი 23 წლის იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....