სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გასიჩი გაათავისუფლა ჟურნალისტი ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკის გამო. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
7 დეკემბერს ქალი ტელერეპორტიორი მინისტრის მოლოდინში მყოფი კამერების წინ ჩაცუცქული იყო, რათა მათ არ ჩამოფარებოდა. მინისტრმა თქვა, „მომწონს, როცა ქალი რეპორტიორები ასე იოლად იჩოქებენო“.
ამ შემთხვევაზე მინისტრმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და პატიება ითხოვა.