ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პრემიერობის ახალ კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს აფასებს.
ანალიტიკოსი წერს იმ ნაბიჯებს, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც, ირაკლი ღარიბაშვილს ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებიდან შეამციროს მისდამი ნეგატივი და მცირედად მოაბრუნოს ოცნების ამომრჩევლები.
“ღარიბაშვილს თუ უნდა მცირედად მოაბრუნოს ოცნების ამომრჩევლები და შეამციროს მისდამი ნეგატივი ფართო საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციასთან და მედიასთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, უნდა მოიქცეს შემდეგნაირად:
1. “ქართული ოცნების” თავმჯდომარედაც დაბრუნდეს, კობახიძე დატოვოს ან უბრალო დეპუტატად ან გადაიყვანოს სადმე საშუალო აღმასრულებლად და თანმიმდევრულად ჩამოიშოროს.
2. “ქართული ოცნების” პოლიტ საბჭო გადაახალისოს, გაუშვას მაღლაფერიძეც, კობახიძის ფლანგიც.
3. ჩამოაცილოს “ქართულ ოცნებას” თალაკვაძე-მდინარაძის ნაწილიც პარლამენტის თავმჯდომარისა და ფრაქციის ხელმძღვანელობიდან (კობახიძის კლანი).
4. გააპასიუროს მელიას სამართალდევნის საკითხი.
~5. მოხსნას შეზღუდვები.
6. უზრუნველჰყოს ვაქცინების ნაწილის შემოტანა მაინც.
7. არ დაიწყოს ნეგატიური პროპაგანდისტული კამპანია გახარიას წინააღმდეგ.
8. უზრუნველჰყოს ცესკოს ხელმძღვანელის – თამარ ჟვანიას წასვლა თანამდებობიდან.
9. დაიწყოს მუშაობა და მოლაპარაკების პროცესი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
10. უზრუნველჰყოს მმართველი პარტიების საჯარო პასუხისმგებლობა და დააბრუნოს კრიტიკულ მედიასაშუალებებში მათი თანამონაწილეობა.
ეს 10 ნაბიჯი მას მისცემს საშუალებას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში პოზიტიური ეფექტი შექმნას და გაიმყაროს პოზიციები იმ ნაბიჯების გადადგმით, რაც უკიდურესად საჭირო და საჩქაროა,”- წერს არჩილ გამზარდია.