aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როცა ბავშვს ჰემანგიომა აქვს – ექიმის რჩევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექიმი-დერმატოლოგი, ზაზა თელია სოციალური ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც ბავშვებში ჰემანგიომის არსებობას ეხება.

როგორც ექიმი წერს, მოხშირდა შემთხვევები, როცა მშობლებს ბავშვებში ურჩევენ ქირურგიული გზით ჰემანგიომის მოშორებას, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

ზაზა თელია ურჩევს მშობლებს, ნუ შეეცდებიან ბავშვებისთვის ჰემანგიომის ქირურგიული ჩარევით მოშორებას.

„სამწუხაროდ ბოლო პერიოდია ხშირად მშობლებს ამ ასაკის ბავშვებში ურჩევენ ქირურგიული გზით ჰემანგიომის მოშორებას, რაც ყოვლად გაუმართლებელია და შედეგი შესაძლოა კოსმეტიკურად უფრო უარესი იყოს, განსაკუთრებით თუ ჰემანგიომა სახეზე ან კისერზეა ლოკალიზებული.

მკურნალობის მეთოდი ამ შემთხვევაში მოცდითი დაკვირვებაა (watchful waiting approach).

უმეტეს შემთხვევაში ჰემანგიომა განიცდის სპონტანურ რეგრესს მკურნალობის გარეშე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები – პირველი სურათი თვეების ბავშვი, მე-2 სურათი იგივე ლამაზი ბავშვი 5 წლის ასაკში მკურნალობის გარეშე.

ასე რომ სპეციალისტის სწორი რეკომენდაცია, ძალისხმევა იმისათვის რომ მშობელი დაარწმუნო ამაში, ანუ პაციენტის სწორი განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია”, – წერს ზაზა თელია.

იტვირთბა....