მთავარი ციტატა

“უნდა გაეწირათ ვიღაცა, ეს ვიღაცა იყო უკვე ეჭვმიტანილი გახარია… ამიტომ მან არ შეიტენა ეს პასუხისმგებლობა”

“გახარიამ მეორედ აღარ აიკიდა, ასე რომ ვთქვა, არ შეიტენა პასუხისმგებლობა მეორედ. ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგევლობა, რის გამოც მას გაწირავდნენ, ციხეშიც კი დაიჭერდნენ. იქ რომ ერთი კაციც დაღუპულიყო, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა ეგო პასუხი. მთელი მსოფლიო ფეხზე ადგებოდა და უნდა გაეწირათ ხო ვიღაცა. და ეს ვიღაცა იყო უკვე ეჭვმიტანილი 20 ივნისის ეპიზოდზე. ვის შეეპარებოდა ეჭვი, რომ ამ საქმეშიც ის არ იყო დამნაშავე და ის არ იყო განკარგულების გამცემი. ის(ივანიშვილი)იქნებოდა აბასტუმნის ტყეში ჩამამული ზამთრის დათვივით და არ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას.”

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა “რეაქცია შაბათის” ეთერში განაცხადა. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიამ წასვლის მიზეზად კი ნიკა მელიას საკითხზე გუდში აზრთასხვადასხვაობა დაასახელა. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

 

იტვირთბა....