aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადვოკატ, დიმიტრი საძაგლიშვილი განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

როგორ მელიას საქმის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, დაცვის მხარეს გუშინ ჩაბარდა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განჩინება.

„მოსამართლემ მიუთითა, რომ ეს განჩინება, სარეზოლუციო ნაწილში, ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არაკონსტიტუციურია და ამიტომ, გუშინ საჩივარი წარვადგინეთ სააპელაციო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს გამოძიების ეტაპზეა თუ არსებითი განხილვისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია ორინსტანციურობა. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საკითხი, მინიმუმ, ორმა ინსტანციამ უნდა განიხილოს. მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას და თუკი ის ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას არ იძლევა, მაშინ, გამოიყენოს კონსტიტუცია – როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი“ – აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

იტვირთბა....