ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება” – მელია “ოცნებას” უკან დახევისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ – “ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება და ეს მისია შეუსრულებელია.”

ამასთან, როგორც მელიამ მედიასთან განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ უკან უნდა დაიხიოს.

„ქართულმა ოცნებამ“ უკან უნდა დაიხიოს. უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელია ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია.

სჯობს დღესვე, ხვალვე მიხვდნენ, სანამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ თავს. გადაწყვეტილებამ, რომელიც სახელმწიფოს სახელით გამოიტანეს და საპატიმროში უნდა ვიყო, რატომ არ აქვს მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“? აქ მაინც უნდა დაფიქრდნენ“, – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის ოფისის დატოვებას, ნიკა მელია აცხადებს, რომ აპირებს.

„დიახაც, ვაპირებ. იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ვთვლი კანონის ფარგლებში. უსამართლობას თავს არ ვუხრით. მესმის, რომ მედიისთვის შეიძლება, საინტერესოა, რა იცით, რომ გასული არ ვიყავი და ისევ არ შემოვბრუნდი?!“, – განაცხადა მელია.

იტვირთბა....