ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვნანობ ბევრს, მტკივა ბევრი, მაგრამ ვცდილობ შევიცვალო…” – ექიმის ემოციური მიმართვა

“ამდენი სიძულვილი, შური, ბოღმა, წყენა… მოიწამლა ქვეყანა”, – აღნიშნულის შესახებ ექიმი, კონსტანტინე მათითაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში, საზოგადოებას უანგარობისკენ და ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდებს.

“იმას არავინ ფიქრობს, ვერავინ იაზრებს მავანთა გარდა, რომ წუთისოფელია ეს ქვეყანა და აქ მარტო იმიტომ ვართ, რომ სხვას ვემსახუროთ, აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება, გავცეთ უანგაროდ, ვიყოთ გამტარები სინათლის, ეს სინათლე ჩვენშია.

მე პირველი ვარ ვინც ბევრი რამ არასწორად ვაკეთე, ვნანობ ბევრს, მტკივა ბევრი, მაგრამ ვცდილობ შევიცვალო…

ეცადეც თქვენც დალოცვილებო ყოველი დღე იცხოვროთ და მიიტანოთ სითბო და სიყვარული სხვასთან”, – წერს მათითაშვილი.

იტვირთბა....