ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთას რაიონში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოჩამჩირეს ქუჩაზე მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა ერთერთ ოთახში 2018 წელს და 2020 წელს დაბადებული ბავშვების ცხედრები იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა, Sputnik Abkhazia ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძარი საოჯახო სასტუმროს გაუჩნდა, სადაც რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ოთახები აღებული.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

