ახალი ამბები მთავარი სამართალი

დედის, ძმის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის,  სოფელ ყანდაურაში, 2019 წელს მომხარი ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში განხილვა დასრულდა.

სასამართლომ 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე დამნაშავედ სცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხუთი ადამიანის მკვლელობა, სოფელ ყანდაურაში, 2019 წლის 3 მაისს მოხდა. გამოძიება ბრალს პირველ ეტაპზე, 85 წლის ომარ გამყრელიძეს სდებდა. მამაკაცს საკუთარი შვილის, რძლის, ასევე ორი ნათესავის მჯვლელობაში ედებოდა ბრალი. შემთხვევის შედეგად, მძიმედ იყო დაჭრილი ომარ გამყრელიძის მეუღლეც, რომელიც ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა.

მოგვიანებით, გამოძიებამ ბრალი ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, გამყრელიძის ვაჟს, ნოდარ გამყრელიძეს წაუყენა.

 

 

 

იტვირთბა....