ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი გუნდის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას კარგი გამოცდილება აქვს და წარმატებული მენეჯერია. მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. ახალ კაბინეტში ორი ცვლილებაა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.  როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.

იტვირთბა....