ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მინსიტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. ახალ კაბინეტში ორი ცვლილებაა.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

იტვირთბა....