ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია…” – გია ვოლსკი პრემიერის კანდიდატურის შერჩევის პროცესზე

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც გია ვოლსკმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა,  გუნდის გადასაწყვეტია, თუ როგორ წავა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში.

„პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატად  აირჩეოდა  ირაკლი ღარიბაშვილი,  მე თუ  პარტიის პოლიტსაბჭოს  ნებისმიერი  წარმომადგენელი,  რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით  ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული მოსაზრება არ ექნებოდა. ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩარეულა და როგორც თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მწიფდება, განიხილება და მიიღება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.  როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.

იტვირთბა....