ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის შესახებ სოციალურ ქსელი წერს:
“ჯანსუღ ჩარკვიანთან ვმეგობრობდი და აქამდე მისი ასულის გიჟობებზე ხმა არ ამომიღია, მაინც თავს ვიკავებდი. დიახ, გარდაცვლილს ვცემ პატივს, მაგრამ უკვე დაუკრეფავში გადაალაჯა – ზის “პალიტრაში” და ხავის, ყელზე ძარღვები ასკდება, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ჯერ ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს.
რუსებიო, გავრილოვებიო, კორუმპირებულებიო, ბინძურებიო!
იმუქრება, დავამხობთ, გადავბუგავთ და გავაცამტვერებთო.
ღმერთო, დიდებულო!
ბიძინა ივანიშვილი შენს ოჯახს რომ ინახავდა წლების განმავლობაში, რატომ არ იყო მაშინ ბინძური გავრილოვი?
ქალო, სად წაიღეთ ივანიშვილის მოცემული ფული, დააბრუნეთ, რუსულია, ხიხიააა, ბინძურია!
როგორც ვიცი, ირაკლიმ ძმა გადაგირჩინა, გერმანიაში გაუშვა, გადაიხადა, დააფინანსა. ეს მაშინ, როცა პრემიერი იყო.
საიდან ამდენი ზიზღი, საიდან ამდენი ბოღმა? რა რუსეთი, ქალო, ღარიბაშვილი დაბადებულიც არ იქნებოდა, მთელი ოჯახით მოსკოვებში რომ დაბრძანდებოდით და საბჭოთა წყობილებას ტაშს უკრავდით!
ოეეეეეე!
გეყოფათ, სინდისი იქონიეთ, კარგი საქონელია. არ მინდოდა, თავს ვიკავებდი, მაგრამ ჩემი მეგობრის შვილმა თაკომ ძალიან აიშვა, ლამისაა, ყელზე ძარღვები დაასკდეს! ფაქტობრივად, დასაბმელია!” – წერს გელა ზედელაშვილი.