ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“2016 წლის დასაწყისში ინფლაცია პიკს მიაღწევს”

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მომავალ  წელს პირველ კვარტალში ინფლაცია პიკს მიაღწევს, ხოლო მეორე კვარტალში კი დასტაბილურდება ინფლაციის დონე. ქადაგიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 2016 წელს 5% შეადგენს.

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უკვე მეორე თვეა აჭარბებს, ნოემბერში მან 6.3% შეადგინა. ეს მოქმედებს ფასების ზრდაზე. ბოლო პერიოდში ფასები ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორში არის გაზრდილი.

იტვირთბა....