ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ მიდიხართ… რა დაგრჩენიათ ამ გერმანიაში!” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

“ნუ მიდიხართ გერმანიაში…” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

ექსპრეზიდენტმა “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას ქართველ ხალხს გარანტიას მისცა, რომ – “უახლოეს თვეებში საქართველოში იმაზე მეტი შემოსავალი ექნებათ, ვიდრე გერმანიაში”.

“ნუ მიდიხართ გერმანიაში, მე გაძლევთ გარანტიას, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში იმაზე მეტი შემოსავალი გექნებათ ვიდრე გერმანიაში. რა დაგრჩენიათ ამ გერმანიაში, საკუთარ სამშობლოს არაფერი სჯობს.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა – „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

 

იტვირთბა....