“მე ყველაზე მეტად ვდარდობ იმაზე, საუბარი რაზეც იყო, თითქოს შიგნით ურთიერთობები არეული იყო. ღმერთის და ხალხის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ არანაირი პორადი ურთიერთობის ნაწილი ამას არ ახასიათებს. მისი ნაბიჯი მე არანაირად გამართლებულად არ მიმაჩნია. არის პრინციპული მომენტები, როდესაც ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, მან მიიჩნია, რომ ქვეყნისთვის სწორ ნაბიჯს დგამს. ეს ნაბიჯი იყო ცუდი და ნამდვილად ვერ გავამართლებ.”
გია ვოლსკი – “ქართული ოცნების” წევრი
ამის შესახებ გია ვოლსკიმ რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემა “რეალური პოლიტიკაში” განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.